ბექ ოფისის ოპერატორი
ვაკანსიის აღწერა
შპს "საქართველოს ფოსტა" აცხადებს ვაკანსიას ბექ ოფისის ოპერატორის პოზიციაზე
სამუშაო გრაფიკი: სრული
ანაზღაურება: 1200 ლარი
ძირითადი მოვალეობები:
- იღებს სერვისცენტრში შემოსულ საფოსტო გზავნილებს საფოსტო გზავნილების დამუშავების ცენტრიდან;
- ამოწმებს გზავნილებს რეესტრების მიხედვით და აღრიცხავს შესაბამისი წესის დაცვით;
- ახარისხებს გზავნილებს და არსებული წესის დაცვით ამზადებს კურიერისათვის გადასაცემად;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სასურველია 3-6 თვიანი სამუშაო გამოცდილება;
- სასურველია ინგლისური ან/და რუსული ენის ცოდნა;
- სასურველია MS პროგრამების ცოდნა;
უნარ–ჩვევები:
- მონაცემთა ბაზებში მუშაობის გამოცდილება, მონაცემების სწრაფად შეყვანის უნარი;
- ერთმანეთთან დაკავშირებული მრავალფუნქციური დავალებების შესრულების უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- კომუნიკაციის უნარი;
- გამართულად მეტყველება;
- გუნდური მუშაობა;
- მონაცემთა ბაზებში სწრაფად მუშაობის უნარი.
კანდიდატთა შერჩევა:
კანდიდატები გაივლიან შერჩევის ორ ეტაპს:
გასაუბრება ;
მოსამზადებელი ეტაპი 2 კვირა.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://www.gpost.ge/info/career-application-form?vacancyId=3194
ეს ვაკანსია სხვა წყაროებზეც გამოქვეყნდა: cv.ge