წყარო: jobs.ge
დაემატა 19 სთ წინ · 0 ნახვა

სამედიცინო წარმომადგენელი

ასემოდი
ხელფასიშეთანხმებით
ადგილითბილისი
გამოცდილება1–3 წელი
ვადა12.12.2026

ვაკანსიის აღწერა

დასახელება: სამედიცინო წარმომადგენელი

მომწოდებელი: ასემოდი

გამოქვეყნდა: 12 ნოემბერი / ბოლო ვადა: 12 დეკემბერი კომპანია "ასემოდი", სამედიცინო სახარჯი მასალების იმპორტიორი და დისტრიბუტორი კომპანია საქართველოში, აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო წარმომადგენლის პოზიციაზე. ძირითადი მოვალეობები: ** სამედიცინო დაწესებულებებში (კლინიკები, სამედიცინო ცენტრები) რეგულარული ვიზიტების განხორციელება; ** სამედიცინო პერსონალთან და შესყიდვების პასუხისმგებელ პირებთან პროფესიული ურთიერთობების დამყარება და განვითარება; ** კომპანიის პროდუქციის (სამედიცინო სახარჯი მასალების) გაცნობა, პრეზენტაცია და პოპულარიზაცია; ** პროდუქციის დანიშნულების, მახასიათებლებისა და გამოყენების სფეროების შესახებ ინფორმაციის მიწოდება; ** არსებული პარტნიორების საჭიროებების შესწავლა და მათთვის შესაბამისი პროდუქციის შეთავაზება; ** ახალი პოტენციური კლიენტებისა და პარტნიორების მოძიება; ** ბაზრისა და კონკურენტების საქმიანობის მონიტორინგი, შესაბამისი ინფორმაციის შეგროვება; ** ვიზიტების დაგეგმვა, განხორციელება და შედეგების შესახებ პერიოდული ანგარიშგება; ** გაყიდვების მიზნებისა და კომპანიის მიერ განსაზღვრული გეგმების შესრულებაში აქტიური მონაწილეობა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** განათლება: უმაღლესი განათლება (სასურველია სამედიცინო, ფარმაცევტული მიმართულებით); ** გამოცდილება: მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება სამედიცინო წარმომადგენლის ან გაყიდვების მიმართულებით (სამედიცინო სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად); ** კომუნიკაცია: მოლაპარაკებების წარმოების, პრეზენტაციისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი; ** ენები: ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა, ინგლისური ენის ცოდნა სამუშაო დონეზე; ჩვენ გთავაზობთ: ** სტაბილურ და მზარდ ანაზღაურებას: ფიქსირებული ხელფასი + მოტივაციური ბონუსი; ** მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს; ** პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის შესაძლებლობას; ** საინტერესო და მრავალფეროვან სამუშაო პროცესს სამედიცინო სფეროში. დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: info@asemod.com. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: "სამედიცინო წარმომადგენელი".

განაცხადი jobs.ge-ზე

მსგავსი ვაკანსიები