წყარო: hr.ge
დაემატა 2 დღის წინ · 0 ნახვა

ვაიზერი დასავლეთ საქართველოში

სანდომი
ხელფასი2,000 ₾
ადგილიოფისში
გამოცდილება3+ წელი
ვადა09.12.2026

ვაკანსიის აღწერა

მრავალპროფილური საკონდიტრო კომპანია "სანდომი", რომელიც ბაზარზე 2013 წლიდან ოპერირებს, წარმოდგენილია 9000-მდე ობიექტზე როგორც ფხვიერი, ასევე შოკოლადიანი ნაწარმის მრავალფეროვანი ასორტიმენტით სრული საქართველოს მასშტაბით.

საყოველთაო რანჟირების შედეგად პურის წარმოება, საკონდიტრო ნაწარმის შენახვა-წარმოება. შპს "ვასაძის პურს" და ბრენდს -"სანდომი" საერთაშორისო ბიზნეს ასოციაციის მიერ მინიჭებული აქვს წოდება "პერმანენტ ლიდერი"- მსხვილ საწარმოებს შორის. "სანდომის", როგორც კომპანიის მთავარი პრიორიტეტებია- მომხმარებელზე ორიენტირება, - მაღალი ხარისხი, მუდმივი სიახლეები, გუნდური მუშაობის პრინციპი და მინიჭებული ISO 22000 -საერთაშორისო ხარისხის დანერგილი მოთხოვნების მაქსიმალური დაცვა.

შპს ,,ვასაძის პური“ ბრენდი „სანდომი“ აცხადებს ვაკანსიას ვაიზერის პოზიციაზე (დასავლეთ საქართველოში).


ფუნქცია/მოვალეობები:

  • გაყიდვების გუნდის მართვა, ჯგუფის მუშაობის კოორდინირება, დავალებების განაწილება და მათი შესრულების კონტროლი;
  • გუნდის მუშაობის კონტროლი, შედეგების ანალიზი და შედეგების გაუმჯობესების გეგმის განსაზღვრა;
  • გუნდის მუშაობის შესახებ მენეჯმენტისთვის რეპორტინგი;
  • პრისეილერების კონტროლი და დახმარება საჭირო სიტუაციებში;
  • სავაჭრო ობიექტებთან მოლაპარაკების წარმოება;
  • პროდუქციის სახეობების დამახასიათებლების სრულფასოვანი ცოდნა;
  • ახალი პროდუქციის მაღაზიებში წარდგენა;
  • კომპანიაში არსებული პროდუქციის სწორ ადგილზე განლაგება მერჩენდაიზერთან კონტაქტით და მაღაზიასთან მოლაპარაკებით;
  • დებიტორული დავალიანების კონტროლი;
  • უშუალო ხელმძღვანელის მითითებების შესრულება პოზიციის ფარგლებში.

სამუშაო პირობები:
  • ადგილმდებარეობა: ოზურგეთი, სოფ. მაკვანეთი;
  • განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი;
  • ანაზღაურება: 2000 ლარი + ბონუსი


საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • შესაბამის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება;
  • მართვის მოწმობა (B კატეგორია).

პიროვნული თვისებები:
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • კომუნიკაბელურობა და გუნდურობა;
  • ახალი ობიექტების ათვისების უნარი;
  • პროდუქციის პრეზენტაციის უნარი.


ჩვენ გთავაზობთ:

  • განვითარებაზე ორიენტირებული გუნდის წევრობას;
  • მენეჯმენტის მხრიდან ღია და მხარდამჭერ მიდგომას;
  • Fitpass და კორპორატიულ დაზღვევას.

ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/1T1pZWge

ეს ვაკანსია სხვა წყაროებზეც გამოქვეყნდა: cv.ge

განაცხადი hr.ge-ზე

მსგავსი ვაკანსიები