წყარო: myjobs.ge
დაემატა გუშინ · 4 ნახვა

მექანიკოსი - ქუთაისი

ამბოლი
ხელფასიშეთანხმებით
ადგილიქუთაისი · ოფისში
გრაფიკისრული განაკვეთი
ვადა11.12.2026

ვაკანსიის აღწერა

ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს

გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს:

https://hel-ai.com/apply/jC4TcLBe

კომპანია "ამბოლი" დაარსდა 2004 წელს და საქმიანობის პირველივე წლებში ჩამოყალიბდა საქართველოში საავტომობილო პროდუქტების ბაზრის ერთ-ერთ ლიდერ კომპანიად. საკუთარ თანამშრომლებსა და მომხმარებლებზე ზრუნვა კომპანიის უმთავრესი და უმაღლესი პრიორიტეტია. ამ ეტაპზე კომპანია ამბოლი წარმოდგენლია 30 ფილიალით საქართველოს რამდენიმე ქალაქში: თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, გორი, თელავი, ზუგდიდი, ბათუმი, ახალციხე, ფოთი და მარნეული. 

დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ:

Www.amboli.ge  Www.facebook.com/Amboli.ge

„ამბოლი“ აცხადებს ვაკანსიას მექანიკოსის პოზიციაზე ქ. ქუთაისში.

მისამართი: ქუთაისი, გამსახურდიას გამზირი შარტავას მე-3-ე შესახვევი #12

სამუშაო საათები: 10:00 - 19:00

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • ავტომობილების ტექნიკური მდგომარეობის დათვალიერება და ტექნიკური საჭიროებების განსაზღვრა;

  • ავტომობილის ტექნიკური ხარვეზების დიაგნოსტიკა და მათი გამომწვევი მიზეზების დადგენა;

  • დაზიანებული ან გაცვეთილი დეტალებისა და მასალების შეცვლა;

  • ცვლადი დეტალების ტექნიკური მდგომარეობისა და ცვეთის ხარისხის შეფასება;

  • შესაბამისი ინსტრუმენტებისა და დანადგარების გამოყენება დადგენილი წესების შესაბამისად;

  • ტექნიკური სამუშაოების შესრულება კომპანიის სტანდარტებისა და უსაფრთხოების მოთხოვნების დაცვით;

  • სამუშაო პროცესთან დაკავშირებული ინფორმაციის დროული და ზუსტი მიწოდება შესაბამისი პირისთვის.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • ტექნიკური ან/და პროფესიული განათლება;

  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;

  • საავტომობილო სფეროსა და ტექნიკური სამუშაოების მიმართ ცოდნა/ინტერესი.

სასურველი უნარები და კომპეტენციები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

  • ორგანიზებულობა და მოწესრიგებულობა;

  • დეტალებზე ორიენტირებულობა;

  • ტექნიკური აზროვნების უნარი;

  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;

  • გუნდური მუშაობის უნარი.

განაცხადი myjobs.ge-ზე

მსგავსი ვაკანსიები