წყარო: myjobs.ge
დაემატა 3 სთ წინ · 2 ნახვა

სამედიცინო მიმართვების მენეჯერი

თიბისი დაზღვევა
ხელფასიშეთანხმებით
ადგილითბილისი · ოფისში
გრაფიკისრული განაკვეთი
გამოცდილება3+ წელი
ვადა11.12.2026

ვაკანსიის აღწერა

ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს

გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს:

https://hel-ai.com/apply/NqCYI5yb

თუ მზად ხარ სიახლეებისა და ვარსკვლავებთან თამაშისთვის, ამასთანავე, გსურს გახდე ყველაზე ციფრული სადაზღვევო კომპანიის წევრი, ვფიქრობთ, სამედიცინო მიმართვების მენეჯერის ვაკანსია დაგაინტერესებს.

სამუშაო ადგილი: თბილისი; ალ. ყაზბეგის გამზ, 24 ბ

განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი 09:00-15:00 სთ; ან

ორშაბათი-პარასკევი 15:00-21:00 სთ; 

შაბათი 10:00-14:00 ან 14:00-18:00;

შენი, როგორც სამედიცინო მიმართვების მენეჯერის მთავარი ფუნქციები იქნება:

  • სპეციალისტის გასინჯვის ჩანაწერის მიღება ელექტრონული ფოსტით/ბილინიგის სისტემაში;

  • ჩანაწერის განხილვა ხელშეკრულების პირობების გათვალისწინებით;

  • მიმართვების პროგრამული დაფიქსირება და პროვაიდერ დაწესებულებაში გადაგზავნა;

  • კომუნიკაცია დაზღვეულთან საჭიროების შემთხვევაში.

გამოგვეხმაურე,თუ:

  • ხარ დიპლომირებული მედიკოსი/რეზიდენტი;

  • ინგლისური ენა იცი მაღალ დონეზე;

  • გაქვს სადაზღვევო კომპანიაში ექიმის ასისტენტად მუშაობის გამოცდილება, რომელიც ჩაითვლება უპირატესობად.

ვეძებთ ჩვენიანს:

  • პასუხიმგებლიანს;

  • განვითარებაზე და შედეგებზე ორიენტირებულს;

  • საქმეზე კონცენტრირებულს;

  • ორგანიზებულსა და დეტალებზე ჩაკირკიტების მოყვარულს.

როგორ ვიზრუნებთ შენზე?

გთავაზობთ:

  • საუკეთესო ჯანმრთელობის დაზღვევას;

  • მენტალური ჯანმრთელობის დაფარვას;

  • შვებულების 24 სამუშაო დღეს, 4 Day Off-სა და დამატებით 5 სამუშაო დღეს მენტალური შვებულებისთვის;

  • მაგთის კორპორატიულ პაკეტს;

  • პიროვნული და პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;

დაგახვედრებთ:

  • საინტერესო საქმეს;

  • მრავალფეროვნებას;

  • სუპერ გუნდს და სუპერ გარემოს;

თუ ფიქრობ, რომ ეს ვაკანსია შენთვისაა, გამოგზავნე რეზიუმე (CV) 2026 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით.

განაცხადი myjobs.ge-ზე

მსგავსი ვაკანსიები