წყარო: hr.ge
დაემატა 20 სთ წინ · 6 ნახვა

მიმღებ-შემფასებელი

საქართველოს ბანკი
ხელფასიშეთანხმებით
ადგილითბილისი
ვადა11.12.2026

ვაკანსიის აღწერა

ჩვენი, საქართველოს ბანკის მისიაა, წარმატებული ქვეყნის წამყვანი ბანკი ვიყოთ და ყველაფერი, რასაც, როგორც და რატომაც ვაკეთებთ - ამ მთავარ მისიას ემსახურება. როგორც მუდმივად განვითარებაზე ორიენტირებული ორგანიზაცია, ჩვენ ხელს ვუწყობთ თანამშრომლებს, აღმოაჩინონ საკუთარი პოტენციალის მაქსიმუმი, რადგან გვჯერა რომ შესაძლებლობები უსაზღვროა.

სს „საქართველოს ბანკის“ ექსპრეს სალომბარდო საქმიანობის დეპარტამენტიაცხადებს ვაკანსიას მიმღებ-შემფასებლის პოზიციაზე ქ. თბილისში.

აღნიშნულ პოზიციაზე დასაქმების შემთხვევაში, შენ:

  • შეაფასებ ძვირფას ლითონებსა და ქვებს და გააფორმებ შესაბამის სესხს;
  • გირაოს ნივთებს დაუბრუნებ მსესხებელს;
  • განახორციელებ თანხის კონვერტაციასა და მიიღებ გზავნილებს;
  • გაგზავნი შეტყობინებებს მსესხებლებთან;
  • გაყიდვების გაზრდის მიზნით განახორციელებ შესაბამის ღონისძიებებს.

ჩვენ გთავაზობთ:

  • თეორიულ და პრაქტიკულ ტრენინგებს, რომლებიც დაგეხმარება, განივითარო პიროვნული უნარები და მიიღო საბაზისო ცოდნა საბანკო-სალომბარდე პროდუქტებისა და პროცესების შესახებ;
  • კომფორტულ სამუშაო სივრცეს და ფიქსირებულ ანაზღაურებას + ყოველთვიურ ბონუსს (გამომუშავებით);
  • გარემოს, სადაც შესაძლებლობა გაქვს, იმუშაო პროფესიონალებთან ერთად, მუდმივად განვითარდე და შექმნა სასურველი კარიერა საქართველოს ბანკის მასშტაბით.
  • ჩვენთვის მნიშვნელოვანია შენი კვალიფიკაცია:

განათლება:

  • სავალდებულოა უმაღლესი განათლება (სასურველია ეკონომიკა, ფინანსები, მარკეტინგი, მენეჯმენტი);
  • სასურველია, მაგრამ არასავალდებულო, ძვირფასი ქვებისა და ლითონების ექსპერტ–შემფასებლის საკვალიფიკაციო სერტიფიკატი

სამუშაო გამოცდილება:

  • სასურველია, მაგრამ არასავალდებულო, მომსახურების და/ან გაყიდვების სფეროში მუშაობის მინ. 6 თვიანი გამოცდილება.
  • აუცილებელი ცოდნა და უნარები:
  • მომსახურების და გაყიდვების კარგად განვითარებული უნარები;
  • კარგად განვითარებული კომუნიკაციის უნარები – აზრის ნათლად და ლოგიკურად გამოხატვის უნარი წერით და ზეპირად;
  • დეტალებზე ორიენტირება, შესრულების სისწრაფე, ორგანიზებულობა.
  • გახდი საქართველოს ბანკის გუნდის ნაწილი და გამოიყენე შენი პოტენციალი ბოლომდე, არასდროს რომ არ გაჩერდე

ვაკანსიის დეტალური აღწერა გთხოვთ იხილოთ მოცემულ ბმულზე: https://jsc-bank-of-georgia.hirehive.com/mimgeb-shempasebeli-tbilisi-tbilisi-uFs0cf

რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა, 24 ნოემბერი 2026.

ეს ვაკანსია სხვა წყაროებზეც გამოქვეყნდა: cv.ge, jobs.ge

განაცხადი hr.ge-ზე

მსგავსი ვაკანსიები