ბექ-ოფისის მოლარე
ვაკანსიის აღწერა
ჩვენი, საქართველოს ბანკის მისიაა, წარმატებული ქვეყნის წამყვანი ბანკი ვიყოთ და ყველაფერი, რასაც, როგორც და რატომაც ვაკეთებთ - ამ მთავარ მისიას ემსახურება. როგორც მუდმივად განვითარებაზე ორიენტირებული ორგანიზაცია, ჩვენ ხელს ვუწყობთ თანამშრომლებს, აღმოაჩინონ საკუთარი პოტენციალის მაქსიმუმი, რადგან გვჯერა რომ შესაძლებლობები უსაზღვროა.სს „საქართველოს ბანკის“ ფულისა და ფასეულობის მიმართულება აცხადებს ვაკანსიას ბექ-ოფისის მოლარის თანამდებობაზე ქ. გორში.
ეს პოზიცია შენთვისაა, თუ:
- გსურს სტაბილური სამსახური და დაინტერესებული ხარ გრძელვადიანი თანამშრომლობით;
- ხარ გუნდური, სწრაფი, მოქნილი, ორგანიზებული და დეტალების მიმართ ყურადღებიანი;
- თავს კომფორტულად გრძნობ დინამიკურ და მეგობრულ გარემოში;
- გსურს ენერგიით და მოტივაციით სავსე გუნდში მუშაობა.
აღნიშნულ პოზიციაზე დასაქმების შემთხვევაში, შენ:
- წარმართავ ნაღდი ფულის გადათვლა-ფორმირების პროცესს;
- ჩაერთვები ნაღდი ფულის ოპერაციების წარმოებისა და მათი საბანკო პროგრამაში ასახვის პროცესში;
- უზრუნველყოფ ნაღდი ფულის ოპერაციებთან დაკავშირებული საბუთების ფორმირებას;
- ჩაერთვები საკასო ოპერაციების დროს წარმოქმნილი ხარვეზების გამოვლენისა და შესაბამისი რეაგირების პროცესში;
- აწარმოებ პერიოდულ ანგარიშგებას ხელმძღვანელთან შესასრულებელი ამოცანების შესახებ;
მნიშვნელოვანი კვალიფიკაცია:
- განათლება: სასურველია უმაღლესი განათლება;
- სამუშაო გამოცდილება: სასურველია სალაროსთან/ნაღდ ფულთან მუშაობის გამოცდილება;
ცოდნა და უნარები:
- კომპიუტერული საოფისე პროგრამების საბაზისო ცოდნა (Excel, Word, Outlook);
- ენების ცოდნა: ქართული – თავისუფლად;
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- გამოხატული ყურადღება დეტალების მიმართ, შესრულების სისწრაფე, ორგანიზებულობა;
- დატვირთულ და დინამიკურ გარემოში მუშაობის უნარი;გუნდური მუშაობის უნარი;
ჩვენ გთავაზობთ:
- დარიცხულ ფიქსირებულ ხელფასს + კვარტლურ ბონუსს, შესრულების შესაბამისად;
- მოქნილ სამუშაო განრიგს: დღის და საღამოს ცვლას;
- განვითარების შესაძლებლობას, როგორც ფულისა და ფასეულობების დეპარტამენტში, ასევე - ბანკის მასშტაბით.
საქართველოს ბანკის გუნდში მუდამ ხელს ვუწყობთ ერთმანეთს, გამოვიყენოთ ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმი და განვვითარდეთ როგორც ინდივიდუალურად, ისე - ერთად. შემოგვიერთდი, რომ ჩვენთან ერთად არ გაჩერდე!
ვაკანსიის დეტალური აღწერა გთხოვთ იხილოთ მოცემულ ბმულზე: https://jsc-bank-of-georgia.hirehive.com/bek-opisis-molare-gori-gori-BQnf0Y?source=Hr.ge
რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 23 ნოემბერი, 2026.
ეს ვაკანსია სხვა წყაროებზეც გამოქვეყნდა: cv.ge