წყარო: hr.ge
დაემატა 20 სთ წინ · 3 ნახვა

მომხმარებლებთან ურთიერთობის განყოფილების სპეციალისტი

PayBox
ხელფასიშეთანხმებით
ადგილითბილისი
ვადა11.12.2026

ვაკანსიის აღწერა

სს "ოპპა", რომელიც ოპერირებს PayBox-ის ბრენდის სახელწოდებით, საქართველოს ფინანსურ ტექნოლოგიურ ბაზარზე 2007 წლიდან საქმიანობს და ყოველდღიურად 350 000-მდე მომხმარებელს ემსახურება. ფლობს თვითმომსახურების სწრაფი გადახდის ტერმინალებს, რომელთა საშუალებითაც 8500 -მდე გადახდის წერტილს ფარავს მთელი ქვეყნის მასშტაბით და 1000 -მდე სერვისის გადახდაა შესაძლებელი. კომპანიაში 200-ზე მეტი თანამშრომელია დასაქმებული
PayBox აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: მომხმარებლებთან ურთიერთობის განყოფილების სპეციალისტი

რისი გაკეთება მოგიწევს:
  • მომხმარებლების სწრაფი და ეფექტური მომსახურება;
  • შემოსული ზარების/ჩატების მიღება - პასუხის გაცემა და შესაბამისი რეაგირება;
  • მომხმარებლისთვის კვალიფიციური კონსულტაციის გაწევა და დეტალური ინფორმაციის მიწოდება;
  • მომხმარებლების ინფორმირება კომპანიის პროდუქტების შესახებ;
  • საჭირეობის შემთხვევაში მომხმარებლებთან გამავალი ზარის განხორციელება.

ჩვენ გთავაზობთ:
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • მოქნილ სამუშაო გრაფიკს;
  • საბონუსე ანაზღაურებას (ბონუსი გაიცემა მომსახურების ხარისხის შეფასების შედეგად მიღებული შედეგების მიხედვით);
  • ანაზღაურება- 800 ლარი.

დამატებითი ინფორმაცია:
  • სამუშაო გრაფიკი: 9:00-16:00; 10:00-17:00; 13:00-20:00; 16:00-23:00.
  • გრაფიკი დგება წინა სამუშაო კვირას, შესაბამისად ყველა თანამშრომელი წინასწარ არის ინფორმირებული რომელ საათებში მოუწევს მუშაობა;
  • სამუშაო დღეების რაოდენობა: 6 დღე (დასვენების დღე შაბათი ან კვირა)

სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • გამართული ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი;
  • ინგლისური ენის საბაზისო დონეზე ცოდნა;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება.

პიროვნული უნარები:
  • მოქნილობა;
  • დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების უნარი;
  • ხარისხის შეგრძნების უნარი, კომუნიკაცია და მოლაპარაკების უნარი;
  • კეთილგანწყობა, პასუხისმგებლიანი;
  • დროის მართვისა და პრიორიტეტიზაციის უნარი.

ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/tMDqFa2b

ეს ვაკანსია სხვა წყაროებზეც გამოქვეყნდა: cv.ge

განაცხადი hr.ge-ზე

მსგავსი ვაკანსიები