წყარო: hr.ge
დაემატა 20 სთ წინ · 8 ნახვა

თბილისის წარმომადგენლობის ინკასატორი

PayBox
ხელფასიშეთანხმებით
ადგილითბილისი
ვადა11.12.2026

ვაკანსიის აღწერა

სს "ოპპა", რომელიც ოპერირებს PayBox-ის ბრენდის სახელწოდებით, საქართველოს ფინანსურ ტექნოლოგიურ ბაზარზე 2007 წლიდან საქმიანობს და ყოველდღიურად 350 000-მდე მომხმარებელს ემსახურება. ფლობს თვითმომსახურების სწრაფი გადახდის ტერმინალებს, რომელთა საშუალებითაც 8000 -მდე გადახდის წერტილს ფარავს მთელი ქვეყნის მასშტაბით და 1000-მდე სერვისის გადახდაა შესაძლებელი. კომპანიაში 200-ზე მეტი თანამშრომელია დასაქმებული.


PayBox აცხადებს ვაკანსიას თბილისის წარმომადგენლობის ინკასატორის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ქსნის ქუჩა.
გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით - 10:00-18:00 საათი, შაბათი - 10:00 - 15:00 საათი;

რას გააკეთებ:

  • გააინკასირებ სწრაფი გადახდის / თვითმომსახურების ტერმინალებს;
  • სალაროში წარადგენ ინკასირებულ თანხას;

პიროვნული უნარები:
  • ორგანიზებულობა;
  • პასუხისმგებლიანობა;
  • დეტალების მიმართ ორიენტირებულობა.

ჩვენ გთავაზობთ:
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • ყოველთვიურ ბონუსს (600 ლარამდე);
  • ანაზღაურება- 900 ლარი (ბონუსის გარეშე).

დამატებითი მოთხოვნები:
  • უძრავი ან მოძრავი ქონებით, ან თავდებით უზრუნველყოფა (უძრავი ქონებით უზრუნველყოფის შემთხვევაში დამატებით 100 ლარი);

თუ დაგაინტერესა ჩვენს გუნდში ამ პოზიციამ, გამოგვიგზავნე რეზიუმე.

ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/t74HvR1d

ეს ვაკანსია სხვა წყაროებზეც გამოქვეყნდა: cv.ge

განაცხადი hr.ge-ზე

მსგავსი ვაკანსიები