წყარო: hr.ge
დაემატა 20 სთ წინ · 5 ნახვა

შიდა ქართლის წარმომადგენლობის ტექნიკოსი

PayBox
ხელფასიშეთანხმებით
ადგილისაქართველო
ვადა11.12.2026

ვაკანსიის აღწერა

სს "ოპპა", რომელიც ოპერირებს "PayBox"-ის ბრენდის სახელწოდებით, საქართველოს ფინანსურ ტექნოლოგიურ ბაზარზე 2007 წლიდან საქმიანობს და ყოველდღიურად 350 000-მდე მომხმარებელს ემსახურება. ფლობს თვითმომსახურების სწრაფი გადახდის ტერმინალებს, რომელთა საშუალებითაც 8500 -მდე გადახდის წერტილს ფარავს მთელი ქვეყნის მასშტაბით და 1000-მდე სერვისის გადახდაა შესაძლებელი. კომპანიაში 250-ზე მეტი თანამშრომელია დასაქმებული.

PayBox გთავაზობს ვაკანსიას შიდა ქართლის წარმომადგენლობის ტექნიკოსის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ხაშური.
გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით - 10:00-18:00 საათი, შაბათი - 10:00 - 15:00 საათი.

რისი გაკეთება მოგიწევს:

  • ქსელში არსეული ტერმინალების გამართულად, შეფერხების გარეშე მუშაობის უზრუნველყოფა;
  • ტერმინალის სუფთა მდგომარეობაში შენარჩუნება;
  • ტერმინალის გამართულად მუშაობის მონიტორინგი, ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში დიაგნოსტიკა და მისი დროულად აღმოფხვრის უზრუნველყოფა;
  • ტერმინალის პროგრამული უზრუნველყოფა: სისტემის გამართვა, დრაივერების დაყენება, სისტემის ინსტალაცია; განახლებების ინსტალაცია ,
  • საჭიროების შემთხვევაში კომპანიაში არსებული პროქტრებში ჩართულობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • კომპიუტერულ ტექნიკასთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;

პიროვნული უნარები:
  • ორგანიზებულობა;
  • პასუხისმგებლიანობა;
  • დეტალების მიმართ ორიენტირებულობა.

ჩვენ გთავაზობთ:
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • ავტომობილის დაზღვევას;
  • ყოველთვიურ ბონუსს (200 ლარამდე);
  • ანაზღაურება -1100 ლარი (ბონუსის გარეშე).


დამატებითი მოთხოვნები:

  • უძრავი ან მოძრავი ქონებით, ან თავდებით უზრუნველყოფა (უძრავი ქონებით უზრუნველყოფის შემთხვევაში დამატებით 100 ლარი);
  • ავტომობილის ფლობა.

თუ დაგაინტერესა ჩვენს გუნდში ამ პოზიციამ, გამოგვიგზავნე რეზიუმე.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/4m3eXqZc

ეს ვაკანსია სხვა წყაროებზეც გამოქვეყნდა: cv.ge

განაცხადი hr.ge-ზე

მსგავსი ვაკანსიები