დაწყებითი კლასების მასწავლებელი
ვაკანსიის აღწერა
ვაკანსია — დაწყებითი კლასების მასწავლებელი
შპს „თბილისის არქიმედეს სკოლა“ აცხადებს ვაკანსიას დაწყებითი კლასების მასწავლებლის პოზიციაზე.
ძირითადი მოთხოვნები:
1. უმაღლესი პედაგოგიური განათლება ან შესაბამისი კვალიფიკაცია;
2. დაწყებითი საფეხურის მასწავლებლად მუშაობის უფლება, კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად;
3. დაწყებით საფეხურზე სწავლების გამოცდილება (სასურველია);
4. საგაკვეთილო პროცესის დაგეგმვისა და ეფექტიანად წარმართვის უნარი;
5. მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების თანამედროვე მეთოდების ცოდნა;
6. მოსწავლეთა ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინება და მათ განვითარებაზე ზრუნვა;
7. კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი;
8. პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, ორგანიზებულობა და პროფესიული ეთიკის დაცვა;
9. მშობლებთან ეფექტიანი და კონსტრუქციული კომუნიკაციის უნარი;
10. ციფრული საგანმანათლებლო რესურსების გამოყენების უნარი.
ძირითადი მოვალეობები:
- სასწავლო პროცესის დაგეგმვა და წარმართვა ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად;
- მოსწავლეთა აკადემიური მოსწრებისა და პროგრესის შეფასება;
- პოზიტიური, უსაფრთხო და მოსწავლეთა განვითარებაზე ორიენტირებული გარემოს შექმნა;
- მოსწავლეებში დამოუკიდებელი აზროვნების, შემოქმედებითობისა და თანამშრომლობის უნარების განვითარება;
- მშობლებთან და სკოლის ადმინისტრაციასთან თანამშრომლობა.
სასურველია: დაწყებით საფეხურზე მუშაობის გამოცდილება და მათემატიკის სწავლების თანამედროვე მეთოდების ცოდნა.
განაცხადის შეტანის წესი
გამოქვეყნების თარიღი
11 ნოემბერი, 2026წ.
გამოხმაურების ბოლო თარიღი
16 ნოემბერი, 2026წ.
ჩამოტვირთეთ განაცხადის ფორმა
მასწავლებლობის/მაძიებლობის მსურველი განაცხადს აგზავნის ელექტრონულად www.pedagogi.ge (teacherjobs.ge) მასწავლებლობის მსურველად დარეგისტრირების გზით.