აქტუარი / მონაცემთა მეცნიერი
ვაკანსიის აღწერა
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს
გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს:
https://hel-ai.com/apply/uXnhw0ke
თუ მზად ხარ სიახლეებისა და ვარსკვლავებთან თამაშისთვის, ამასთანავე, გსურს გახდე ყველაზე ციფრული სადაზღვევო კომპანიის წევრი, ვფიქრობთ, უფროსი აქტუარი/მონაცემთა მეცნიერისვაკანსია დაგაინტერესებს.
თუ გინდა, გაიგო მეტი ჩვენს გუნდზე, სამუშაო გარემოსა და იმ ბენეფიტებზე, რომლებსაც თანამშრომლებს ვთავაზობთ, ეწვიე ბმულს: https://www.tbci.ge/careers
სამუშაო ადგილი: თბილისი; ალ. ყაზბეგის გამზ. 24ბ
განაკვეთი: ორშაბათი-ხუთშაბათი, 10:00-19:00 სთ;
პარასკევი 10:00-17:00 სთ;
შენი, როგორც აქტუარი/მონაცემთა მეცნიერის მთავარი ფუნქციები იქნება:
მონაცემთა ბაზის ანალიზი, ოპტიმიზაცია და დამუშავება;
აქტუარული გათვლების მომზადება და მოდელირება (სტატისტიკური და მათემატიკური მოდელების გამოყენება);
აქტუარული/მანქანური სწავლების (projection) მოდელების შემუშავება, მხარდაჭერა და ანალიზი;
მონაცემების ვიზუალიზაცია;
შიდა პროცესების გაუმჯობესებისათვის საჭირო ნაბიჯების იდენტიფიცირება, დაგეგმვა და განხორციელება. (მანუალური პროცესების ავტომატიზირება);
პროდუქტების შექმნის, ფასწარმოქმნისა და ოპტიმიზების მიზნით, tool-chain-ების შექმნა.
გამოგვეხმაურე, თუ
გაქვს უმაღლესი განათლება ფიზიკის/მათემატიკის/ინფორმატიკის მიმართულებით (ბაკალავრი);
გაქვს აქტუარის სერტიფიკატი/ხარისხი;
გაქვს მონაცემთა ბაზებთან მუშაობის გამოცდილება;
გაქვს მანქანური სწავლების მოდელების შემუშავებისა და დანერგვის გამოცდილება;
გაქვს SQL-თან მუშაობის გამოცდილება;
გაქვს Python-თან მუშაობის გამოცდილება (ბიბლიოთეკები: Pandas, Numpy, Matplotlib, Seaborn, Scikit-learn, Tensorflow);
იცი უმაღლესი მათემატიკა, სტატიტიკისა და ალბათობის თეორიები;
იცი ინგლისური ენა;
იცი MS Office პროგრამები.
ვეძებთ ჩვენიანს:
პასუხისმგებლიანს;
ორგანიზებულს;
ინიციატივიანს;
განვითარებაზე და შედეგებზე ორიენტირებულს;
საქმეზე კონცენტრირებულს.
როგორ ვიზრუნებთ შენზე?
გთავაზობთ:
საუკეთესო ჯანმრთელობის დაზღვევას;
მენტალური ჯანმრთელობის დაფარვას;
შვებულების 24 სამუშაო დღეს, 4 Day Off-სა და დამატებით 5 სამუშაო დღეს მენტალური შვებულებისთვის;
მაგთის კორპორატიულ პაკეტს;
პიროვნული და პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
თბილისის მასშტაბით წლიური სატრანსპორტო ბარათის 80% დაფინანსებას.
დაგახვედრებთ:
საინტერესო საქმეს;
მრავალფეროვნებას;
სუპერ გუნდს და სუპერ გარემოს;
სს „თიბისი დაზღვევა“ მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის.