წყარო: teacherjobs.ge
დაემატა 24 წთ წინ · 0 ნახვა

მასწავლებელი: მათემატიკა

ხელფასიშეთანხმებით
ადგილითბილისი
ვადა11.12.2026

ვაკანსიის აღწერა

სამუშაო საათები

15 სთ/კვირაში

სავარაუდო ხელფასი

0 ლარი/თვეში

ვაკანსიების რაოდენობა

1

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

საკვალიფიკაციო მოთხოვნები არ ვრცელდება მასწავლებლობის მაძიებლებზე

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

• შესაბამისი მიმართულების უმაღლესი განათლება (უპირატესობა მიენიჭება მაგისტრის/დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე კანდიდატებს);

• საბაზო და საშუალო საფეხურზე მათემატიკის მასწავლებლად მუშაობის არანაკლებ 5-წლიანი პრაქტიკული გამოცდილება (საჯარო ან კერძო სკოლაში);

• სასკოლო კურიკულუმის ფარგლებში საგნობრივი პროგრამების დაგეგმვისა და განხორციელების გამოცდილება;

• ინგლისური ენის ცოდნა (სასურველია).

ფუნქცია-მოვალეობები:

• სასწავლო პროცესის წარმართვა სკოლის მისიაზე, ხედვაზე, ღირებულებებზე, საგანმანათლებლო პრინციპებსა და გრძელვადიან სასწავლო მიზნებზე ორიენტირებით;

• მათემატიკის გაკვეთილების ჩატარება მრავალფეროვანი მიდგომების გამოყენებით, მათ შორის, პროექტზე, პრობლემის გადაჭრაზე, კვლევასა და აღმოჩენაზე დაფუძნებული სწავლების გზით;

• საგნობრივი კურიკულუმის შექმნა;

• სასწავლო, მათ შორის ციფრული რესურსების შექმნა;

• მოსწავლის ჰოლისტური განვითარების მხარდაჭერა კოგნიტური, ემოციური, სოციალური და მორალური კომპეტენციების სინერგიული გაძლიერებით;

• მაღალი დონის სააზროვნო უნარების (კრიტიკული, ანალიტიკური, კრეატიული აზროვნება) განვითარებაზე ორიენტირებული სწავლების მოდელების დანერგვა;

• მოსწავლეებში თვითმართვადი სწავლის კულტურის ფორმირება;

• პასუხისმგებლობის, თვითშეფასებისა და რეფლექსიის უნარების გაძლიერება;

• ინტეგრირებული და მულტიდისციპლინური სასწავლო გამოცდილებების დიზაინი: თემატურ ერთეულებზე დაფუძნებული სწავლება და სკოლის გარეთ სასწავლო ინიციატივები;

• სასწავლო პროცესში თანამედროვე ტექნოლოგიების ინტეგრირება;

• მოსწავლეთა შინაგანი მოტივაციის გაძლიერება თანამედროვე პედაგოგიური და ფსიქოლოგიური მიდგომების გამოყენებით;

• პერსონალიზებული სწავლების უზრუნველყოფა: თითოეული მოსწავლის პროგრესის სისტემური მონიტორინგი, განმავითარებელი შეფასება და მიზნობრივი ინტერვენციების დაგეგმვა;

• მშობლებთან კომუნიკაცია;

• აქტიური თანამშრომლობა კოლეგებთან სასწავლო პროცესის სხვადასხვა მიმართულებით გამოცდილების მიღება-გაზიარების მიზნით;

• აქტიური მონაწილეობა სკოლის ხარისხის მართვისა და უწყვეტი გაუმჯობესების პროცესებში, ინოვაციების ინიცირება და დანერგვა;

• პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა;

• უსაფრთხო, მხარდამჭერი და პოზიტიური სასწავლო გარემოს ფორმირება, რომელიც ხელს უწყობს მაღალი ჩართულობისა და მოტივაციის შენარჩუნებას.

განაცხადის შეტანის წესი

გამოქვეყნების თარიღი

11 ნოემბერი, 2026წ.

გამოხმაურების ბოლო თარიღი

16 ნოემბერი, 2026წ.

ჩამოტვირთეთ განაცხადის ფორმა

მასწავლებლობის/მაძიებლობის მსურველი განაცხადს აგზავნის ელექტრონულად www.pedagogi.ge (teacherjobs.ge) მასწავლებლობის მსურველად დარეგისტრირების გზით.

განაცხადი teacherjobs.ge-ზე

მსგავსი ვაკანსიები