წყარო: hr.ge
დაემატა 15 დღის წინ · 1 ნახვა

ქუთაისის წარმომადგენლობის ინკასატორი

PayBox
ხელფასი1,000 ₾
ადგილიქუთაისი
გამოცდილება3+ წელი
ვადა26.11.2026

ვაკანსიის აღწერა

ქუთაისის წარმომადგენლობის ინკასატორიყველა მიმდინარე ვაკანსია/All Current Open Jobs
სს „ოპპა“ , რომელიც ოპერირებს Paybox-ის ბრენდის სახელწოდებით, საქართველოს ფინანსურ ტექნოლოგიურ ბაზარზე 2007 წლიდან საქმიანობს და ყოველდღიურად 350 000-მდე მომხმარებელს ემსახურება. ფლობს თვითმომსახურების სწრაფი გადახდის ტერმინალებს, რომელთა საშუალებითაც 8000 -მდე გადახდის წერტილს ფარავს მთელი ქვეყნის მასშტაბით და 1000 -მდე სერვისის გადახდაა შესაძლებელი. კომპანიაში 200-ზე მეტი თანამშრომელია დასაქმებული.

PayBox გთავაზობს ვაკანსიას ქუთაისის წარმომადგენლობის ინკასატორის პოზიციაზე.

რისი გაკეთება მოგიწევს:

  • სწრაფი გადახდის/თვითმომსახურების ტერმინალების ქსელის სწრაფი და ხარისხიანი მომსახურება;
  • ტერმინალის გაინკასირება;
  • უსაფრთხოების ინსტრუქციის ზედმიწევნით დაცვა.

პიროვნული უნარები:
  • ორგანიზებულობა;
  • პასუხისმგებლიანობა;
  • დეტალების მიმართ ორიენტირებულობა.

ჩვენ გთავაზობთ:
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • ყოველთვიურ ბონუსს (200 ლარამდე);
  • ანაზღაურება -1000 ლარი (ბონუსის გარეშე).

დამატებითი მოთხოვნები:
  • უძრავი ან მოძრავი ქონებით, ან თავდებით უზრუნველყოფა (უძრავი ქონებით უზრუნველყოფის შემთხვევაში დამატებით 100 ლარი).

ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/xQzQJjEd

ეს ვაკანსია სხვა წყაროებზეც გამოქვეყნდა: cv.ge

განაცხადი hr.ge-ზე

მსგავსი ვაკანსიები