წყარო: hr.ge
დაემატა 15 დღის წინ · 4 ნახვა

უსაფრთხოებისა და ადმინისტრაციის სპეციალისტი

PayBox
ხელფასი1,200 ₾
ადგილითბილისი · ოფისში
გამოცდილება3+ წელი
ვადა26.11.2026

ვაკანსიის აღწერა

სს "ოპპა", რომელიც ოპერირებს PayBox-ის ბრენდის სახელწოდებით, საქართველოს ფინანსურ ტექნოლოგიურ ბაზარზე 2007 წლიდან საქმიანობს და ყოველდღიურად 350 000-მდე მომხმარებელს ემსახურება. ფლობს თვითმომსახურების სწრაფი გადახდის ტერმინალებს, რომელთა საშუალებითაც 8500 -მდე გადახდის წერტილს ფარავს მთელი ქვეყნის მასშტაბით და 1000 -მდე სერვისის გადახდაა შესაძლებელი. კომპანიაში 250-ზე მეტი თანამშრომელია დასაქმებული

PayBox აცხადებს ვაკანსიას უსაფრთხოებისა და ადმინისტრაციის სპეციალისტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, კარტოზიას ქუჩა;

სამუშაო გრაფიკი:
ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით: 10:00-19:00 საათი;

რისი გაკეთება მოგიწევს:

  • უსაფრთხოებისა და შრომის წესების დაცვა, ვიზიტორებისა და ტვირთების აღრიცხვა-კონტროლი, მეტალოდეტექტორით შემოწმება და სამუშაო დღის ბოლოს ელექტროხელსაწყოების გამორთვის კონტროლი;
  • ოფისისა და ინფრასტრუქტურის მონიტორინგი, დაზიანებების შეტყობინება, საოფისე მარაგების მართვა და საქონლის მიღება-განაწილება;
  • დასუფთავების პერსონალისა და სარემონტო სამუშაოების კოორდინაცია, ხელოსნების მიღება და ხარისხის შემოწმება;
  • არქივის დოკუმენტაციასთან მუშაობა, ადმინისტრაციულ პროექტებში მონაწილეობა და ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება

სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • Microsoft - პროგრამების ცოდნა;
  • ინგლისური ენის საბაზისო დონეზე ცოდნა;
  • სასურველია ადმინისტრაციის მიმართულებით ან მომსახურების სფეროში გამოცდილება.

პიროვნული უნარები:
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • უკუკავშირის მიღების უნარი;
  • პასუხისმგებლიანი;
  • ინიციატივის უნარი;
  • დროის მართვისა და პრიორიტეტიზაციის უნარი;
  • მიდევნებისა და კონტროლის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:
  • ანაზღაურება - 1200 ლარი;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • Fitpass.

ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/VXlK4Gmc

ეს ვაკანსია სხვა წყაროებზეც გამოქვეყნდა: cv.ge

განაცხადი hr.ge-ზე

მსგავსი ვაკანსიები