ბარისტა-კონსულტანტი
ვაკანსიის აღწერა
დასახელება:
ბარისტა-კონსულტანტი
მომწოდებელი:
სასტუმრო Costé
გამოქვეყნდა: 11 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 11 დეკემბერი
სასტუმრო "Hotel Coste"-ში არსებული კაფე "სკუპი" აცხადებს ვაკანსიას ბარისტა-კონსულტანტის პოზიციაზე.
4 ვარსკვლავიანი სასტუმრო "Hotel Coste" მდებარეობს ქალაქის ცენტრში - ფილარმონიასთან, კოსტავას ქუჩაზე. სასტუმრო გამოირჩევა დახვეწილი დიზაინის ნომრებით, მაღალი ხარისხის მომსახურებით, რესტორნითა და თანამედროვე საკონფერენციო დარბაზით.
ძირითადი მოვალეობები:
** მომხმარებლის სწრაფად და ეფექტურად მომსახურება
** ყავის და სხვა ცხელი/ცივი სასმელების მომზადება
** ასევე სანაყინის სივრცის მოწესრიგება, დესერტების გაწყობა და მოწესრიგება
** შეკვეთების მიღება და სალარო ოპერაციების შესრულება, შეკვეთების გაცემა
** საკვების უვნებლობის სტანდარტების დაცვა
ძირითადი მოთხოვნები:
** სავალდებულოა ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.
** უპირატესობა მიენიჭება ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილებას.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** პოზიტიურობა
** კომუნიკაბელურობა
** ემოციურად სტაბილურობა და თავშეკავებულობა
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი, დროის სწორად მართვის უნარი.
ჩვენ გთავაზობთ
** სამუშაო გრაფიკს: სრული განაკვეთი, 3/1 ზე ცვლა
** კვებით უზრუნველყოფას
** ჯანმრთელობის დაზღვევას
** FIT Pass-ით სარგებლობას
** 24 დღიან ანაზღაურებად შვებულებას წელიწადში
** ხელშეწყობას კარიერული წინსვლაში
** თბილი და მეგობრულ სამუშაო გარემოს
ანაზღაურება: ხელფასი 1600 ლარი
თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ მოთხოვნებს და გსურთ გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ნომერზე 577131317.
გისურვებთ წარმატებას!