მასწავლებელი: ისტორია/საქართველოს ისტორია
ვაკანსიის აღწერა
სამუშაო საათები
5 სთ/კვირაში
სავარაუდო ხელფასი
300-350 ლარი/თვეში
ვაკანსიების რაოდენობა
1
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
საკვალიფიკაციო მოთხოვნები არ ვრცელდება მასწავლებლობის მაძიებლებზე
მასწავლებლობის კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით დადგენილ მოთხოვნებს და ერთ-ერთ შემდეგ მოთხოვნას:
ა) უნდა ჰქონდეს მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად მინიჭებული განათლების მაგისტრის აკადემიური ხარისხი (ზოგადი განათლების შესაბამისი საფეხურის საგნის/საგნების სწავლების უფლების მითითებით);
ბ) უნდა ჰქონდეს განათლების მიმართულებით ბაკალავრის აკადემიური ხარისხი (ზოგადი განათლების შესაბამისი საფეხურის საგნის/საგნების სწავლების უფლების მითითებით) და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დადასტურებული საგნობრივი კომპეტენცია;
გ) უნდა ჰქონდეს მასწავლებლობის უფლება უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დადასტურებული საგნობრივი კომპეტენცია;
დ) უნდა იყოს სერტიფიცირებული პირი.
ე) უნდა იყოს მინიმუმ უფროსი მასწავლებელის სტატუსით.
) არ განიხილვება ორ სკოლაში მუშაობის კანდიდატურა
1.2 თუ საკონკურსო კომისიამ ვერ შეარჩია ზემოაღნიშნული კრიტერიუმების შესაბამისი მასწავლებლობის კანდიდატი, სკოლამ შესაძლებელია აიყვანოს პირი მასწავლებლობის მაძიებლად, რომელსაც ექნება ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნის/საგნობრივი ჯგუფის შესაბამისი ბაკალავრის/მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი.
2. კონკურსის ეტაპები:
ა) საკვალიფიკაციო მოთხოვნების მიხედვით მიღებული განაცხადების გადარჩევა;
ბ)გასაუბრება;
გ) კონკურსის შედეგების განსაზღვრა.
დ)გათვალისწინებულია ჰიბრიდული მოდელი, დისტანციური სწავლება
განაცხადის შეტანის წესი
გამოქვეყნების თარიღი
12 ნოემბერი, 2026წ.
გამოხმაურების ბოლო თარიღი
17 ნოემბერი, 2026წ.
ჩამოტვირთეთ განაცხადის ფორმა
მასწავლებლობის/მაძიებლობის მსურველი განაცხადს აგზავნის ელექტრონულად www.pedagogi.ge (teacherjobs.ge) მასწავლებლობის მსურველად დარეგისტრირების გზით.