პროგრამული უზრუნველყოფის ადმინისტრატორი
ვაკანსიის აღწერა
კლინიკა ,,კურაციო" აცხადებს ვაკანსიას პროგრამული უზრუნველყოფის ადმინისტრატორის პოზიციაზე.
მოვალეობები
- IT პროექტის ფარგლებში დაინტერესებულ პირებთან ეფექტური კომუნიკაცია და მათი ჩართულობის უზრუნველყოფა და კოორდინაცია;
- ელექტონულ სისტემაში ახალი სერვისების და ფუნქციონალების დამატება/მართვა;
- ვენდორების პორტალზე ინციდენტების რეგისტრირება, მიმდინარეობის მონიტორინგი. შეფერხებისას, საჭიროების შემთხვევაში მომხმარებლისთვის ადგილზე დახმარების გაწევა;
- სისტემის აქტიური მომხმარებლების მიერ დაფიქსირებული ცვლილებების მოთხოვნების დამუშავება;
- ხელმძღვანელი პირის დავალებით ახალი რეპორტების აწყობა. რეპორტის ცვლილებების განხორციელება;
- სისტემური განახლებებისას შესაბამისი სტრუქტურების პროაქტიული ინფორმირება, განახლების შემდგომი გატესტვა და ხარვეზებზე დროული რეაგირება;
- ინსტრუქციებისა და სასწავლო მასალების მომზადება მომხმარებლებისთვის, მათი გავრცელება და პერსონალის ტრენინგი ახალ სისტემებსა თუ ფუნქციურ ცვლილებებზე;
- პროგრამული სიახლეების დანერგვის შემდგომ მხარდაჭერის უზრუნველყოფა, პრობლემების იდენტიფიცირებისა და გაანალიზების გზით.
- უმაღლესი განათლება ან სტუდენტი (სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების, ოპერაციების მენეჯმენტის ან ტექნიკური მიმართულებით);
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
- ინგლისურ ენის მაღალ დონეზე ცოდნა (თავისუფლად წერა, საუბარი)
პირობები:
- ლოკაცია: ოთარ ლორთქიფანიძის #31
- სამუშაო დღეები და საათები; ორშაბათი-პარასკევი 10:00 საათიდან 18:00 საათამდე
- ანაზღაურება: ურთიერთშეთანხმებით გამოცდილებისა და კვალიფიკაციის გათვალისწინებით
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ, ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://curatio.selfrecruit.ge/s/f2C0t
ეს ვაკანსია სხვა წყაროებზეც გამოქვეყნდა: cv.ge