წყარო: hr.ge
დაემატა 6 სთ წინ · 2 ნახვა

კვებისა და სასმელების სუპერვაიზერი

არქი ჰოსფითალითი
ხელფასიშეთანხმებით
ადგილითბილისი · ოფისში
გამოცდილება1–3 წელი
ვადა26.11.2026

ვაკანსიის აღწერა

Archi Hospitality განაგრძობს განვითარებას და საერთაშორისო პარტნიორ კომპანიასთან თანამშრომლობით ახალ პროექტს იწყებს თბილისში.

გუნდში ვეძებთ კვებისა და სასმელების სუპერვაიზერს, რომელიც ჩაერთვება როგორც თბილისის ახალი პროექტის - ისე ბაკურიანის სასტუმროს დიალოგი კოხტას კვებისა და სასმელების მიმართულების ყოველდღიურ საქმიანობაში.

რას გააკეთებ ამ პოზიციაზე:

  • გაუწევ ზედამხედველობას კვებისა და სასმელების მიმართულების ყოველდღიურ საოპერაციო პროცესებს;
  • უზრუნველყოფ მომსახურების მაღალი სტანდარტებისა და ხარისხის დაცვას;
  • გაუწევ კოორდინაციას თანამშრომელთა გუნდს და გააკონტროლებ სამუშაო მოვალეობების შესრულებას;
  • გააკონტროლებ სამუშაო სივრცის მოწესრიგებას, ჰიგიენისა და სისუფთავის სტანდარტების დაცვას;
  • გააკონტროლებ მარაგებს, შეკვეთებსა და შესაბამისი პროცედურების შესრულებას;
  • მონაწილეობას მიიღებ ახალი თანამშრომლების სწავლებასა და მომსახურების სტანდარტების დანერგვაში;
  • ითანამშრომლებ მენეჯმენტთან საოპერაციო პროცესების გაუმჯობესებისა და გუნდის ეფექტიანობის გაზრდის მიზნით.

ეს პოზიცია შენთვისაა, თუ:

  • გაქვს კვებისა და სასმელების მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება, მათ შორის სუპერვაიზერის ან ცვლის უფროსის პოზიციაზე;
  • გაქვს გუნდის კოორდინაციისა და სამუშაო პროცესების ორგანიზების გამოცდილება;
  • კარგად იცნობ მომსახურების სტანდარტებსა და სტუმართან კომუნიკაციის პრინციპებს;
  • შეგიძლია ეფექტურად მუშაობა დინამიკურ გარემოში;
  • ფლობ ინგლისურ ენას
  • მზად ხარ სეზონურად ბაკურიანში სამუშაოდ

რას გთავაზობთ:

  • სტაბილურ სამუშაო გარემოს მზარდ ჰოსფითალითი კომპანიაში;
  • საერთაშორისო პროექტში მუშაობისა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
  • ბაკურიანში მუშაობის პერიოდში საცხოვრებლითა და კვებით უზრუნველყოფას;
  • ორ განსხვავებულ პროექტში სამუშაო გამოცდილების მიღების შესაძლებლობას.

დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნე თქვენი რეზიუმე/CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@archihospitality.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება: კვებისა და სასმელების სუპერვაიზერი

რეზიუმეების მიღების ბოლო ვადა: 26 ნოემბერი, 2026.

გაცნობებთ, რომ არქი ჰოსფითალითი კანდიდატების პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს ვაკანსიაზე შესაბამისობის დადგენის მიზნით, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით. მონაცემების ცვლილების ან წაშლის მოთხოვნის შემთხვევაში, გთხოვთ მოგვმართოთ მითითებულ ელფოსტაზე.

ეს ვაკანსია სხვა წყაროებზეც გამოქვეყნდა: cv.ge, jobs.ge

განაცხადი hr.ge-ზე

მსგავსი ვაკანსიები