საუზმის შეფი - ბაკურიანი
ვაკანსიის აღწერა
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს
გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს:
https://hel-ai.com/apply/PE6JR8Jd
სასტუმრო კოხტა ბაკურიანი აცხადებს ვაკანსიას საუზმის შეფის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: ბაკურიანი
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე, 40 საათი
დასვენება: კვირაში 2 დღე
ძირითადი მოვალეობები:
საუზმის ბუფეტის (ცივი და ცხელი ხაზი) და A la Carte მენიუს მომზადება;
კერძების ხარისხის, გემოს, ტემპერატურისა და პრეზენტაციის კონტროლი;
სამზარეულოს გუნდის კოორდინაცია და სამუშაო დავალებების გადანაწილება;
პროდუქტების საჭირო რაოდენობის განსაზღვრა და მომარაგების კონტროლი;
HACCP-ის, ჰიგიენისა და სურსათის უვნებლობის სტანდარტების დაცვა;
F&B გუნდთან ეფექტური კომუნიკაცია და საუზმის ხაზის დროული შევსების უზრუნველყოფა;
სამუშაო სივრცის ორგანიზებისა და სისუფთავის უზრუნველყოფა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ლიდერული და ორგანიზაციული უნარები;
კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი;
სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
სურსათის უვნებლობისა და სანიტარული ნორმების ცოდნა;
სამზარეულოს ტექნიკისა და აღჭურვილობის გამოყენების ცოდნა;
დაინტერესების შემთხვევაში შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა