უფროსი მოლარე
ვაკანსიის აღწერა
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს
გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს:
https://hel-ai.com/apply/WGBjfsBe
უფროსი მოლარე
კომპანია ჯიბე Cash & Carry, ნავთლუღის ფილიალიაცხადებს ვაკანსიას უფროსი მოლარეს პოზიციაზე.
ჯიბე Cash & Carry არის პირველი და ერთადერთი საბითუმო სავაჭრო ქსელი საქართველოში, რომელიც ემსახურება იურიდიულ პირებს და საცალო მომხმარებლებს
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 6 დღე, 12:00-20:00
ანაზღაურება: 1450 ₾
მისამართი: ქ. თბილისი, მეველეს N20
უფროსი მოლარეს ფუნქცია-მოვალეობები:
1. სალარო ოპერაციების სწორად წარმოების, პროგრამული გატარებებისა და მომხმარებელზე გაცემული პროდუქციის შესაბამისობის მონიტორინგი;
2. იურიდიული პირებისათვის დოკუმენტთბრუნვის უზრუნველყოფა;
3. სამუშაო დღის ბოლოს სალაროების დახურვის პროცესის უზრუნველყოფა;
4. მაღაზიის ძირითად სეიფში არსებული ნაშთის ინკასირება ბანკის მიერ მოვლინებულ შესაბამის ჯგუფთან;
5. ფინანსური განყოფილებისათვის შესაბამისი დოკუმენტაციის მიწოდების ორგანიზება შესაბამის ვადებში
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
· აუცილებელია Apex-ში (ან მონათესავე პროგრამაში) მუშაობის გამოცდილება;
· სასურსათო ქსელში, მმართველ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონული ფოსტის მისამართზე: HR@Jibe.ge
სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.