ედვერთაიზერი
ვაკანსიის აღწერა
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს
გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს:
https://hel-ai.com/apply/Ht8ENOVe
თუ მზად ხარ სიახლეებისა და ვარსკვლავებთან თამაშისთვის, ამასთანავე, გსურს გახდე ყველაზე ციფრული სადაზღვევო კომპანიის წევრი, ვფიქრობთ, ედვერთაიზერის ვაკანსია დაგაინტერესებს.
სამუშაო ადგილი: თბილისი; ალ. ყაზბეგის გამზ. 24ბ
განაკვეთი: ორშაბათი-ხუთშაბათი, 10:00-19:00 სთ;
პარასკევი 10:00-17:00 სთ
შენი, როგორც ედვერთაიერის მთავარი ფუნქციები იქნება:
• სარეკლამო კამპანიების დაგეგმვა, სეტაპი და მართვა სხვადასხვა ციფრულ პლატფორმაზე: Google Ads, Meta (Facebook/Instagram), YouTube, TikTok, LinkedIn და სხვ;
• მედია ბიუჯეტების დაგეგმვა და ხარჯვის ოპტიმიზაცია;
• აუდიტორიის დეფინიცია და სეგმენტაცია – ინტერესი, ქცევა, დემოგრაფია, „lookalike“;
• ყოველდღიური მონიტორინგი და A/B ტესტირება: კრეატივების, აუდიტორიებისა და კონტენტის ვარიანტების ტესტირება;
• კამპანიების ოპტიმიზაცია კამპანიის მიზნებისა და შედეგების შესაბამისად;
• კამპანიების ეფექტიანობის ძირითადი მეტრიკების ანალიზი: CTR, CPC, CPA, Conversion Rate
• მომხმარებლის ქცევის ანალიზი (Google Analytics / Meta Insights და სხვა);
• შესრულების პერიოდული რეპორტინგი და მენეჯმენტისთვის რეკომენდაციების მომზადება
• კონკურენტების ციფრული აქტივობების დაკვირვება და ანალიზი;
• კამპანიების Tracking ინსტრუმენტების მართვა (Google Tag Manager, Meta Pixel, UTM, Conversion API);
• თანამშრომლობა დიზაინის, კონტენტის, ანალიტიკის გუნდებთან ერთიანი ეფექტიანი კამპანიების შესაქმნელად;
• ახალი პლატფორმებისა და რეკლამირების ტექნოლოგიების ტესტირება და შეთავაზება;
• SEO აუდიტის ჩატარება და რეკომენდაციების მომზადება ვებსაიტის საძიებო ოპტიმიზაციის გაუმჯობესებისთვის;
• ციფრული კონტენტის შექმნაში მონაწილეობა (კრეატიული ბრიფის მომზადება, ვიზუალისა და ტექსტის შერჩევა);
• ციფრული კონტენტის ეფექტურობის შეფასება და რეკომენდაციების მიწოდება
გამოგვეხმაურე, თუ გაქვს:
• უმაღლესი განათლება მარკეტინგის ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით;
• მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება ციფრულ რეკლამაში;
• გამოცდილება Google Ads, Facebook Ads და სხვა რეკლამურ პლატფორმებზე მუშაობაში;
• კამპანიების ოპტიმიზაციისა და ტესტირების (A/B) გამოცდილება;
• მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
• Google Analytics, Meta Ads Manager, Tag Manager-ის ცოდნა;
• Excel / Google Sheets-ში მუშაობის საბაზისო უნარი;
• ინგლისური ენის ცოდნა სამუშაო დონეზე.
უპირატესობად ჩაითვლება:
• სერტიფიკატები (Google Ads, Meta Blueprint და ა.შ.);
• გამოცდილება SEO-სა და კონტენტის მენეჯმენტში;
• AI ინსტრუმენტების გამოყენების გამოცდილება.
როგორ ვიზრუნებთ შენზე?
გთავაზობთ:
• საუკეთესო ჯანმრთელობის დაზღვევას;
• მენტალური ჯანმრთელობის დაფარვას;
• შვებულების 24 სამუშაო დღეს, 4 Day Off-სა და დამატებით 5 სამუშაო დღეს მენტალური შვებულებისთვის;
• მაგთის კორპორატიულ პაკეტს;
• პიროვნული და პროფესიული განვითარების შესაძლებლობას
ეს ვაკანსია სხვა წყაროებზეც გამოქვეყნდა: jobs.ge