რეცეფციონისტი / ადმინისტრატორი
ვაკანსიის აღწერა
მზიური გარდენსი – თანამედროვე, პრემიუმ კლასის აპარტამენტების კომპლექსი აცხადებს ვაკანსიას რეცეფციონისტის / ადმინისტრატორის პოზიციაზე. ანჟამად ვეძებთ ენერგიულ, კომუნიკაბელურ და პასუხისმგებლობის მქონე კანდიდატს, რომელსაც უყვარს სტუმრებთან ურთიერთობა და შეუძლია მაღალი ხარისხის მომსახურების უზრუნველყოფა.ძირითადი მოვალეობები:
- სტუმრების დახვედრა, რეგისტრაცია და განთავსება;
- სატელეფონო ზარებისა და ელექტრონული ფოსტის მართვა;
- ჯავშნების ორგანიზება და მართვა სხვადასხვა პლატფორმაზე (Booking.com, Airbnb და სხვა);
- სტუმრებისთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება და მათი მოთხოვნების დროული დაკმაყოფილება;
- სტუმრების პრობლემური საკითხების ეფექტურად გადაჭრა;
- ადმინისტრაციული პროცესებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის მართვა;
- ღამის აუდიტის (Night Audit) ჩატარება და დღის ფინანსური თუ საოპერაციო მონაცემების შემოწმება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- ინგლისური და რუსული ენების ცოდნა სავალდებულოა;
- ღამის აუდიტის ჩატარების ცოდნა და შესაბამისი პროცესების მართვის უნარი;
- გამართული კომუნიკაციის უნარი;
- ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და პრობლემების გადაჭრის უნარი;
- კომპიუტერული პროგრამებისა და ონლაინ დაჯავშნის პლატფორმების გამოყენების უნარი.
რას გთავაზობთ:
- მეგობრულ გუნდსა და სასიამოვნო სამუშაო გარემოს;
- სტაბილურ სამსახურს;
- პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
ანაზღაურება: 1,200 დან 1,400 ლარამდე
ლოკაცია: ბათუმი, თამარ მეფის გამზირი N14
სამუშაო გრაფიკი: 12-საათიანი ცვლები
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV ელფოსტაზე: hr@nqhospitality.com
წერილის სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ: „რეცეფციონისტი / ადმინისტრატორი.
ეს ვაკანსია სხვა წყაროებზეც გამოქვეყნდა: cv.ge