წყარო: hr.ge
დაემატა 20 სთ წინ · 6 ნახვა

თბილისის წარმომადგენლობის ტექნიკური მომსახურების სპეციალისტი

PayBox
ხელფასიშეთანხმებით
ადგილითბილისი
ვადა11.12.2026

ვაკანსიის აღწერა

სს "ოპპა", რომელიც ოპერირებს Paybox-ის ბრენდის სახელწოდებით, საქართველოს ფინანსურ ტექნოლოგიურ ბაზარზე 2007 წლიდან საქმიანობს და ყოველდღიურად 350 000-მდე მომხმარებელს ემსახურება. ფლობს თვითმომსახურების სწრაფი გადახდის ტერმინალებს, რომელთა საშუალებითაც 8000 -მდე გადახდის წერტილს ფარავს მთელი ქვეყნის მასშტაბით და 1000 -მდე სერვისის გადახდაა შესაძლებელი. კომპანიაში 200-ზე მეტი თანამშრომელია დასაქმებული.

Paybox აცხადებს ვაკანსიას თბილისის წარმომადგენლობის ტექნიკური მომსახურების სპეციალისტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი:

  • ქ. თბილისი, ქსნის ქუჩა;

სამუშაო გრაფიკი:
  • ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით: 10:00 -19:00 საათი;


რისი გაკეთება მოგიწევს:

  • ტერმინალის განთავსება/აღების პროცესში ჩართულობა;
  • ქსელში არსეული ტერმინალების გამართულად, შეფერხების გარეშე მუშაობის უზრუნველყოფა;
  • მათი სუფთა მდგომარეობაში შენარჩუნება;
  • ტექმინალის გამართულად მუშაობის მონიტორინგი, ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში დიაგნოსტიკა და მისი დროულად აღმოფხვრა.

დამატებითი ინფორმაცია:
  • სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი: 09:00-18:00-მდე;
  • ანაზღაურება: 1300 ლარი;
  • ჯანმრთელობის დაზღვევა (ინდივიდუალური პაკეტის ღირებულებას ფარავს კომპანია);
  • აუცილებელია საკუთარი ავტომობილის ფლობა, საწვავის ხარჯებს სრულად ფარავს კომპანია;
  • ავტომობილის იჯარა: 150 ლარი.

ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/IR891yR


თუ დაგაინტერესა ჩვენს გუნდში ამ პოზიციამ, გამოგვიგზავნე რეზიუმე.

ეს ვაკანსია სხვა წყაროებზეც გამოქვეყნდა: cv.ge

განაცხადი hr.ge-ზე

მსგავსი ვაკანსიები