მასწავლებელი: სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება
ვაკანსიის აღწერა
სამუშაო საათები
16 სთ/კვირაში
სავარაუდო ხელფასი
600-800 ლარი/თვეში
ვაკანსიების რაოდენობა
1
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
საკვალიფიკაციო მოთხოვნები არ ვრცელდება მასწავლებლობის მაძიებლებზე
1. საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
1.
1. მასწავლებლობის კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით დადგენილ მოთხოვნებს, ამასთანავე უნდა ჰქონდეს შემდეგი სახის განათლება:
ა) უნდა ჰქონდეს სრული ზოგადი განათლება და სახელოვნებო პროფესიული განათლება და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გავლილი მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა;
ბ) უნდა ჰქონდეს შესაბამისი სახელოვნებო უმაღლესი განათლება და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გავლილი მასწავლებლის მომზადების
საგანმანათლებლო პროგრამა;
გ) უნდა იყოს 2015 წლის 1 იანვრამდე სერტიფიცირებული პირი;
დ) უნდა იყოს სქემაში ჩართული მინიმუმ უფროსი მასწავლებელის სტატუსით.
1.2 თუ საკონკურსო კომისიამ ვერ შეარჩია ზემოაღნიშნული კრიტერიუმების შესაბამისი მასწავლებლობის კანდიდატი, სკოლამ შესაძლებელია აიყვანოს პირი მასწავლებლობის მაძიებლად, რომელსაც ექნება სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების/ ამავე საგნობრივი ჯგუფის შესაბამისი ბაკალავრის/მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, თუ მუშაობის დაწყებიდან 2 წლის ვადაში გაივლის მასწავლებლობის მაძიებლობის პროგრამას ან პირი, რომელსაც მასწავლებლობის მაძიებლის სტატუსი აქვს მინიჭებული სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების საგნობრივ ჯგუფში შემავალ საგანში.
1.3 თუ საკონკურსო კომისიამ შეარჩია მოწვეული მასწავლებელი, მოწვეული მასწავლებლობის კანდიდატს უნდა გააჩნდეს შესაბამისი საგნის სწავლებისთვის საჭირო კომპეტენცია ან/და შესაბამის სფეროში მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება (საათობრივი დატვირთვა არაუმეტეს 9 სთ).
2. კონკურსის ეტაპები:
2.1 საკვალიფიკაციო მოთხოვნების მიხედვით მიღებული განაცხადების გადარჩევა;
2.2 გასაუბრება.
უპირატესობა მიენიჭებათ კანდიდატებს, რომლებიც ფლობენ კომპიუტერულ საოფისე პროგრამებს.
განაცხადის შეტანის წესი
გამოქვეყნების თარიღი
12 ნოემბერი, 2026წ.
გამოხმაურების ბოლო თარიღი
25 ნოემბერი, 2026წ.
ჩამოტვირთეთ განაცხადის ფორმა
მასწავლებლობის/მაძიებლობის მსურველი განაცხადს აგზავნის ელექტრონულად www.pedagogi.ge (teacherjobs.ge) მასწავლებლობის მსურველად დარეგისტრირების გზით.