წყარო: myjobs.ge
დაემატა გუშინ · 8 ნახვა

საცალო გაყიდვების განვითარების მენეჯერი

ამბოლი
ხელფასიშეთანხმებით
ადგილითბილისი · ოფისში
გრაფიკისრული განაკვეთი
გამოცდილება3+ წელი
ვადა11.12.2026

ვაკანსიის აღწერა

ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს

გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს:

https://hel-ai.com/apply/U2ufkW1c

კომპანია „ამბოლი“ დაარსდა 2004 წელს და საქმიანობის პირველივე წლებში ჩამოყალიბდა საქართველოში საავტომობილო პროდუქტების ბაზრის ერთ-ერთ ლიდერ კომპანიად. საკუთარ თანამშრომლებსა და მომხმარებლებზე ზრუნვა კომპანიის უმთავრესი და უმაღლესი პრიორიტეტია.

ამ ეტაპზე კომპანია „ამბოლი“ წარმოდგენილია 30 ფილიალით საქართველოს რამდენიმე ქალაქში: თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, გორი, თელავი, ზუგდიდი, ბათუმი, ახალციხე, ფოთი და მარნეული.

დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ: www.amboli.ge| www.facebook.com/amboli.ge


„ამბოლში“ ვეძებთ გუნდის წევრს საცალო გაყიდვების განვითარების მენეჯერის პოზიციაზე.

 

ძირითადი მოვალეობები:

  • საცალო გაყიდვების ზრდის შესაძლებლობების გამოვლენა, შესაბამისი ინიციატივებისა და განვითარების სამოქმედო გეგმების შემუშავება;

  • გაყიდვების არსებული პროცესებისა და მოდელების ანალიზი, მათი ეფექტიანობის შეფასება და გაუმჯობესების გზების განსაზღვრა;

  • გაყიდვების ზრდის ახალი მექანიზმების, კომერციული შეთავაზებებისა და გაყიდვების მასტიმულირებელი ინიციატივების შემუშავება და დანერგვა;

  • გაყიდვების გეგმებისა და ძირითადი ეფექტიანობის მაჩვენებლების (KPI) განსაზღვრასა და მონიტორინგში მონაწილეობა;

  • გაყიდვების შედეგების მუდმივი მონიტორინგი, გეგმიდან გადახრების მიზეზების ანალიზი და შესაბამისი ღონისძიებების ინიცირება;

  • მომხმარებელთა საჭიროებებისა და შესყიდვის ქცევის ანალიზი, კონვერსიის, საშუალო ჩეკისა და განმეორებითი გაყიდვების ზრდის მიმართულებით მუშაობა;

  • დამატებითი და ჯვარედინი გაყიდვების (Cross-selling/Up-selling) მექანიზმების განვითარება და დანერგვა;

  • არსებული პროდუქციისა და მომსახურების კომერციული პოტენციალის შეფასება და გაყიდვების ზრდის შესაძლებლობების გამოვლენა;

  • მარკეტინგისა და სხვა შესაბამის მიმართულებებთან თანამშრომლობა გაყიდვების მასტიმულირებელი კამპანიებისა და შეთავაზებების დაგეგმვისა და მათი ეფექტიანობის შეფასების მიზნით;

  • ბაზრისა და კონკურენტული გარემოს ანალიზი, მომხმარებელთა მოთხოვნისა და ბაზრის ტენდენციების შესწავლა;

  • გაყიდვების პროგნოზების, პერიოდული ანალიტიკური ანგარიშებისა და კომერციული რეკომენდაციების მომზადება;

  • ფილიალებისა და გაყიდვების გუნდებთან თანამშრომლობა ახალი ინიციატივების დანერგვისა და გაყიდვების შედეგების გაუმჯობესების მიზნით.

ძირითადი მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება, სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების, ეკონომიკის, ფინანსების ან მარკეტინგის მიმართულებით;

  • გაყიდვების, ბიზნესის განვითარების, კომერციული ან პროდუქტების განვითარების მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 4-5 წლიანი გამოცდილება;

  • მნიშვნელოვანი უპირატესობა მიენიჭება საბანკო ან სადაზღვევო სექტორში მუშაობის გამოცდილებას;

  • გუნდის მართვის გამოცდილება;

  • საცალო გაყიდვების განვითარების, კომერციული შეთავაზებების ან გაყიდვების ზრდის მექანიზმების შემუშავებისა და დანერგვის გამოცდილება;

  • გაყიდვების მონაცემების, ბიზნესმაჩვენებლებისა და ფინანსური ინფორმაციის ანალიზის გამოცდილება;

  • MS Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;

  • სასურველია CRM სისტემებთან მუშაობის გამოცდილება და ინგლისური ენის ცოდნა.

აუცილებელი უნარები და კომპეტენციები:

  • ძლიერი ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება;

  • ციფრებთან და მონაცემებთან მუშაობის მაღალი უნარი;

  • კომერციული ხედვა და ბიზნესშედეგებზე ორიენტირებულობა;

  • გაყიდვების ზრდის შესაძლებლობების დანახვისა და შესაბამისი გადაწყვეტილებების შემუშავების უნარი;

  • ინიციატივიანობა, პროაქტიულობა და პრობლემების გადაჭრის უნარი;

  • მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღების უნარი;

  • ახალი იდეების პრაქტიკულ და შედეგზე ორიენტირებულ ინიციატივებად გარდაქმნის უნარი;

  • დამოუკიდებლად მუშაობისა და პასუხისმგებლობის აღების უნარი;

  • ეფექტური კომუნიკაციისა და სხვადასხვა მიმართულების გუნდებთან თანამშრომლობის უნარი;

  • პრიორიტეტების განსაზღვრისა და პროცესების კოორდინაციის უნარი.

ეს ვაკანსია სხვა წყაროებზეც გამოქვეყნდა: jobs.ge

განაცხადი myjobs.ge-ზე

მსგავსი ვაკანსიები