წყარო: jobs.ge
დაემატა 19 სთ წინ · 4 ნახვა

აზერბაიჯანულენოვანი კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი

Match Up Consulting
ხელფასი1,700 ₾
ადგილითბილისი
ვადა12.12.2026

ვაკანსიის აღწერა

დასახელება: აზერბაიჯანულენოვანი კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი

მომწოდებელი: Match Up Consulting

გამოქვეყნდა: 12 ნოემბერი / ბოლო ვადა: 12 დეკემბერი თუ ხარ დეტალებზე ორიენტირებული კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი, იცი აზერბაიჯანული ენა და გამართულად მუშაობს საოფისე პროგრამებში - სწორედ შენ გეძებთ! "Match Up Consulting"-ი პარტნიორი ლოჯისტიკური კომპანიისთვის ეძებს კორპორატიული გაყიდვების მენეჯერს! ჩვენი შეთავაზება და სამუშაო პირობები: ** ანაზღაურება: ფიქსირებული: 1700 ლარი ხელზე ასაღები, ბონუსი: 1000 ლარი (საშუალოდ გენერირებული); ** სამუშაო განაკვეთი: ორშ-პარ 10:00-18:00 (1 სთ შესვენება); ** სამუშაო ფორმატი: ოფისიდან (ბელიაშვილის ქუჩა); ** შვებულება: 24 სამუშაო დღე; კანონმდებლობით გათვალისწინებული უქმე დღეებში- დასვენება; ** ჯანმრთელობის დაზღვევა; ** პროფესიული ტრენინგი მუშაობის დაწყებამდე. შენი ძირითადი ფუნქციები იქნება: ** ამერიკის შეერთებული შტატებიდან სატრანსპორტო საშუალებების, გადაზიდვის მომსახურების გაყიდვა; ** მიზნობრივი/პოტენციური მომხმარებლების მოზიდვა; მომხმარებლების ინდივიდუალური მოთხოვნების გათვალისწინებით, კომპანიის სერვისების შეთავაზება და გაყიდვების სრული ციკლის კონტროლი; ** მომხმარებლების ბაზის გაფართოება; შეხვედრების დაგეგმვა და განხორციელება; ** კომპანიის მოკლე და გრძელვადიანი გეგმების გათვალისწინებით, პერსონალური სამუშაო გეგმის შედგენა და ყოველდღიური აქტივობის განხორციელება; ** გეგმური ანგარიშის წარმოება და წარდგენა უშუალო ხელმძღვანელთან; ** კომპეტენციის ფარგლებში უშუალო ხელმძღვანელის მიერ გაცემული დავალებების შესრულება. აუცილებელია, რომ: ** გქონდეს მინიმუმ 6 თვიანი გამოცდილება მსგავს პოზიციაზე; ** იცოდე აზერბაიჯანული ენა კარგად, ქართული და რუსული ენები- საკომუნიკაციოდ. გაგვიხარდება თუ: ** გაქვს CRM პროგრამაში მუშაობის გამოცდილება; ** გაქვს კომპიუტერული უნარები (Microsoft Office/Outlook, Google Suit). თუ მზად ხარ, მიიღო მონაწილეობა და შეიტანო წვლილი კომპანიის წარმატებაში, ველოდებით შენს გამოხმაურებას: https://matchup.ge/vacancies/corporativesalesmanager/

განაცხადი jobs.ge-ზე

მსგავსი ვაკანსიები