გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელის ასისტენტი
ვაკანსიის აღწერა
დასახელება: გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელის ასისტენტი
მომწოდებელი: მეტალტექნიკა
გამოქვეყნდა: 12 ნოემბერი / ბოლო ვადა: 30 ნოემბერი კომპანია "მეტალტექნიკა" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელის ასისტენტის პოზიციაზე. პიროვნული და პროფესიული უნარები ** შრომისმოყვარეობა; ** კომუნიკაბელურობა; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** მიზანსწრაფულობა; ** შედეგზე ორიენტირებულობა. დამატებითი მოთხოვნები ** გამართული ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი; ** ტექნიკური აზროვნება და მარტივი გამოთვლების დამოუკიდებლად შესრულების უნარი; ** Microsoft Excel-ისა და Microsoft Word-ის ცოდნა; ** ელექტრონული ფოსტით სარგებლობის უნარი; ** ინგლისური ენის ცოდნა (არანაკლებ საშუალო დონეზე); ** განათლება: უმაღლესი განათლება (სასურველია ტექნიკური მიმართულებით). ძირითადი სამუშაო მოვალეობები (კომპანია უზრუნველყოფს სამუშაო სპეციფიკის ადგილზე შესწავლასა და შესაბამისი ცოდნის მიღებას.) ** კლიენტებისთვის კომერციული შეთავაზებების მომზადება; ** ხელშეკრულებებისა და მიღება-ჩაბარების აქტების შედგენაში მონაწილეობა და მათი ხელმოწერის პროცესის უზრუნველყოფა; ** სოციალურ ქსელებში შემოსულ შეტყობინებებზე დროული რეაგირება; ** შეკვეთების შესრულების პროცესის მონიტორინგი; ** საჭიროების შემთხვევაში, კლიენტთან საქონლის მიღება-ჩაბარების პროცესზე დასწრება; ** მისთვის დელეგირებული დავალებების შესრულების შესახებ ხელმძღვანელისთვის ანგარიშის წარდგენა; ** ხელმძღვანელის მიერ განსაზღვრული სამუშაო გეგმის დადგენილ ვადებში შესრულება; ** დაკისრებული ფუნქციების კეთილსინდისიერად, დროულად და პროფესიულ დონეზე შესრულება; ** ხელმძღვანელის მითითებებისა და დავალებების შესრულება; ** კომპანიის წესდების, შინაგანაწესისა და მოქმედი შიდა რეგულაციების დაცვა. სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი, 09:00-18:00 საათი. სამუშაო ადგილი: თბილისი, ორხევი, ჩანტლაძის ქუჩა 28ბ დამატებითი ინფორმაცია კომპანიის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდზე: http://www.metaltecnica.ge/ დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, CV ან რეზიუმე გამოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@metaltecnica.ge განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 2026 წლის 30 ნოემბერი.