ქოლცენტრის გაყიდვების მენეჯერი
ვაკანსიის აღწერა
დასახელება: ქოლცენტრის გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: კაბადონი ბუქსი
გამოქვეყნდა: 12 ნოემბერი / ბოლო ვადა: 12 დეკემბერი მზარდი და განვითარებაზე ორიენტირებული კომპანია "კაბადონი ბუქსი" აცხადებს ვაკანსიას ქოლცენტრის გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე. ვეძებთ შედეგზე ორიენტირებულ, აქტიურ და კომუნიკაბელურ ადამიანს, რომელიც უხელმძღვანელებს გაყიდვების მიმართულებას, იზრუნებს ოპერატორების ეფექტიან მუშაობაზე და ხელს შეუწყობს კომპანიის გაყიდვების ზრდას. ძირითადი მოვალეობები: ** ქოლცენტრის გაყიდვების პროცესის მართვა და განვითარება; ** გაყიდვების გეგმების შემუშავება და შესრულების კონტროლი; ** ოპერატორების ყოველდღიური შედეგების მონიტორინგი და შეფასება; ** გაყიდვების მაჩვენებლების ანალიზი და გაუმჯობესებაზე მუშაობა; ** თანამშრომლების მოტივაციის ამაღლება და გაყიდვების წამახალისებელი აქტივობების დაგეგმვა. ** სატელეფონო საუბრების მოსმენა, შეფასება და უკუკავშირის მიწოდება; ** გაყიდვების პროცესში არსებული პრობლემების იდენტიფიცირება და შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება; ** გაყიდვების ანგარიშგების მომზადება და ხელმძღვანელობისთვის შედეგების წარდგენა; საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** გაყიდვების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება; ** ქოლცენტრის ან გაყიდვების გუნდის მართვის გამოცდილება; ** გაყიდვების ტექნიკებისა და მომხმარებელთან ეფექტური კომუნიკაციის პრინციპების ცოდნა; ** ანალიტიკური აზროვნება და შედეგებზე ორიენტირებულობა; ** გუნდის ორგანიზებისა და მოტივირების უნარი; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ინიციატივის გამოჩენის უნარი; ** საოფისე პროგრამებისა და სამუშაო პროცესისთვის საჭირო კომპიუტერული უნარების ცოდნა. ჩვენ გთავაზობთ: ** სტაბილურ სამუშაო გარემოს; ** პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის შესაძლებლობას; ** ფიქსირებულ ანაზღაურებას და შედეგებზე დამოკიდებულ ბონუსურ სისტემას; ** მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს. სამუშაო ადგილი: თბილისი. სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი - შაბათი, 10:00 - 18:00 საათი. ანაზღაურება განისაზღვრება კანდიდატის კვალიფიკაციის მიხედვით. დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელფოსტაზე: kabadonibooks.cv@gmail.com და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: გაყიდვების მენეჯერი.